TRSC

მეცნიერება – სახელმწიფო-საზოგადოება იდეიდან დანერგვამდე“

2023 წლის 23 -25 ნოემბერს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტისა და სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით  გაიმართა  მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და სეზონური სკოლა „მეცნიერება, განათლება, ინოვაციები და ქიმიური ტექნოლოგიები –  იდეიდან დანერგვამდე“.

 ინტერდისციპლინური კონფერენცია მიეძღვნა ქიმიური და საინჟინრო ტექნოლოგიების დაახლოებას,  ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების ინტეგრაციას კვლევის შედეგების დანერგვის შესაძლებლობათა გაძლიერებას.  პანელების თემატიკა: I. ნანოპროცესები და ნანოტექნოლოგიები; II. სასარგებლო წიაღისეულისა და მეორადი ნედლეულის გადამუშავების ფუნდამენტური და ტექნოლოგიური ასპექტები; III. მწვანე ქიმია; IV. სამეცნიერო ინოვაციების პოპულარიზაცია და კომერციალიზაცია, V. ენერგეტიკა, განსხვავებული და მრავალფეროვანი ექსპერტული მოსაზრებებით, მიმზიდველი აღმოჩნდა როგორც საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ-სოციალური მეცნიერების აკადემიური წრეების, ასევე ბიზნესკომპანიებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ მეცნიერებთან ერთად გამოიყენონ ტექნოლოგიების ძალა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისაკენ ბრწყინვალების ბილიკებით  გზის გასაგრძელებლად.

კონფერენციისა და სეზონური სკოლის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობდნენ ჰუმანიტარული მიმართულების დოქტორანტები და ახალგაზრდა მკვლევარები, აგრეთვე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“, კვლევის შედეგების დანერგვით დაინტერესებული კერძო სექტორის წარმომადგენლები.  ღონისძიებას სტუმრობდნენ სხვადასხვა ქვენების წამყვანი სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლები: სტეფანო ბელუჩი (Dr. Stefano Bellucci)-იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი (INFN); ფრედ ლისდატი (Prof. Dr. habil. Fred Lisdat ) – სიცოცხლის მეცნიერებათა შემსწავლელი და ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, ვილდაუს გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკური უნივერსიტეტი; ვენკო ნ. ბეშკოვი (Dr.Venko N. Beschkov) – ქიმიური ინჟინერიის ინსტიტუტი ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემია ; მატეო გერლინი (Prof. Matteo Gerlini ) – საერთაშორისო და პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტი, სიენას უნივერსიტეტი; ტამაკი ნაკანო ( Prof. Tamaki Nakano) – ჰოკაიდოს უნივერისტეტის კატალიზის ინსტიტუტი (Hokkaido University Institute for Catalysis);  აკიფ შიხან ალიევი (Prof.Akif Shikhan Aliyev) – ნანოელექტროქიმიისა და ელექტროკატალიზის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, აკადემიკოს ნაგიევის სახელობის კატალიზისა და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტი; დილგამ ბაბირ ტაგიევი (Acad. Dilgam Babir Tagiyev)- აკადემიკოს ნაგიევის სახელობის კატალიზისა და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, აზერბაიჯანის ნაციონალური აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი; სილვია მ. მროზოვსკა (Prof. Sylwia M. Mrozowska) – მდგრადი განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, გდანსკის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი; არკადიუს მოდრჟევსკი (Prof. Arkadiusz Modrzejewski) – გდანსკის  უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;  მარინა ნალბანდიანი (Dr. M. Nalbandyan) – ერევნის ჰაიბუსას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, – მეცნიერებათა აკადემიის გეოინფორმატიკის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერი. ონ-ლაინ ჩართვა და კონფერენციაზე განსახილველად თეზისები გამოგზავნილი იყო  აშშ-დან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან,   ბელგიიდან, სლოვაკეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, პორტუგალიიდან,   ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ბრაზილიიდან.

ქართველ მეცნიერთაგან კონფერენციაზე მოხსენებები გააკეთეს: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა  ვ. ციციშვილმა – საქართველოს ბუნებრივი ცეოლიტების გამოყენების მიზეზები; პეტრე მელიქიშვილის სახელობის თსუ ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარმა  მეცნიერ-თანამშრომელმა ნ. მირძველმა – მინარევების იდენტიფიკაცია ნარჩენებისგან დამზადებულ ქაღალდში; კორნელის (აშშ) უნივერსიტეტის ბეიკერის ქიმიისა და ქიმიური ბიოლოგიის ლაბორატორიის წამყვანმა მეცნიერმა, დოქტორმა გია მაისურაძემ  – ამილოიდური ფიბრილის წარმოქმნის გამოკვლევა უხეში მარცვლოვანი მოლეკულური დინამიკით; სტუ, ტექინფორმის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა  ლ. ჩობანიანმა – სამეცნიერო და ტექნიკური პროექტების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შექმნის მეთოდოლოგია;  სტუ ბიოტექნოლოგიური ცენტრის მკვლევარებმა გ. კაიშაურმა – ტკბილი საჭმელები გრეიფრუტის მეორეული ნედლეულისგან, და  გ.ხაჩიძემ – მოდელირება ქარხნული წესით; ალ. თვალჭრელიძის სახელობის თსუ მინერალური რესურსების კავკასიის ინსტიტუტის  დოქტორანტმა ს. ჯალაღანიამ – ადსორბენტი H2S თერმული წყლიდან მოსაშორებლად; რ. აგლაძის სახელობის თსუ არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსმა მეცნ.თანამშრომელმა ლ.ღურჭუმელიამ – ბუნებრივი ნედლეულის კომპოზიტური ფხვნილები ახალი ტიპის, ეკოლოგიურად უსაფრთხო ხანძარსაწინააღმდეგო მასალების წარმოებისთვის;  თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორმა მ. რუხაძემ – დანამატების ეფექტი წყლის /AOT/  უკუ მიკროემულსიის პერკოლაციაზე; თსუ ელფ.  ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა ი.ხუციშვილმა – G4 PAMAM-ის დენდიმერების შექმნა და შესწავლა ვერცხლის და ოქროს ატომებით; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის  მკვლევარმა ნ.ზავრადაშვილმა – ჰიბრიდული კათიონური პოლიმერები, რომლებიც დაფუძნებულია არაპროტეინოგენურ α-ამინომჟავაზე; თსუ რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ს. ხუციშვილმა – მაგნიტური ლითონის შემცველი პოლიმერული ნანოკომპოზიტების ფორმირება და მათი პერსპექტივები; დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა თ.ჩაჩიბაიამ –  ნანოტექნოლოგიის თანამედროვე საკითხები სამკურნალო ქიმიის განვითარებასა და მედიცინაში პროგრამების განხორციელებაში; თსუ პ. მელიქიშვილის ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსმა მეცნ.თანამშრომელმა კ. ქარჩხაძემ – ბიომასის ნარჩენებისგან ბიოდიზელის წარმოების განვითარება საქართველოში;  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის სტუ პროფესორმა პროფ. ალეკო კალანდიამ – დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მინდვრის თაფლის ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების შესწავლა;  მარიამ ცაცანაშვილმა – საჯარო-კერძო პარტნიორობა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მართვის სფეროში

კონფერენციის პარალელურად სეზონური სკოლის მუშაობამ დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს უახლესი ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების სირთულეების შეუფერხებლად ნავიგაციის ცოდნის მიღების შესაძლებლობა მისცა. კონფრენციისა და სკოლის ერთობლივი მუშაობის იდეამ მდგრადი გამოწვევების გადასაჭრელად,  ცოდნის ზემოქმედების და ცოდნის გავრცელების სფეროში კოლექტიური სულისკვეთების, თაობათა შორის სამეცნიერო კომუნიკაციის გამოცოცხლების, მეცნიერება – სახელმწიფო-საზოგადოების ურთიერთკავშირის ეფექტურობის გაზრდის შესაძლებლობები აჩვენა.  სკოლის პროგრამით გათვალისწინებული  დისკუსიები თემებზე: გამოყენებითი კვლევების კულტურა; დარგთაშორისი კვლევები და აგროეკოლოგიური გარემო; ინოვაციების სფეროში საჯარო-კერძო პარტნიორობა –  კომფორტულ და მეგობრულ გარემოში  წარიმართა, სადაც იმსჯელეს  დარგთაშორისი და მათემატიკური კვლევის ძირითად მეთოდებზე,  მოისმინეს გამოცდილ მეცნიერთა წარმატების პირადი მაგალითები, მეცნიერების პოპულარიზაციის ახალი მიდგომები,  გაიღრმავეს ცოდნა საგანმანათლებლო-კვლევითი და ბიზნეს პროცესების ინტეგრაციის შესაძლებლობებზე, დაგეგმეს სტაჟირება კვლევითი ინტერესების შესაბამისად; შეხვდნენ  საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრებს; საბუნებისმეტყველო დარგების, აგრეთვე ინოვაციების მართვის, სამეცნიერო პიარის საკითხებზე მომუშავე  თანატოლებს, დაამყარეს კავშირები სამომავლო ერთობლივი პროექტების შექმნის პერსპექტივით. ინოვაციებისა და ცოდნის გადაცემის ფაბლაბში გაეცნენ ჭრის, გრავირების და-3D სკანერების ტექნოლოგიას. აგრეთვე, დრონების ლაბორატორიას და დრონების მეშვეობით სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას: ფოტო-ვიდეო გადაღებას, ატმოსფერული ჰაერის ზოგიერთი პარამეტრის გაზომვას, პესტიციდების გაფრქვევას, ტვირთის გადაადგილებას, სინქრონიზირებულ მოძრობას და სხვა.

კონფერენციის მონაწილეებსა და სეზონური სკოლის მსმენელებს  25 ნოემბერს უმასპინძლა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. კონფერენციისა და სეზონური სკოლის გაერთიანებულ სესიაზე, დარგობრივ სფეროებში ქიმიური ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებზე იმსჯელეს, რომლის თემატიკა ეხებოდა: ადრეული კარიერის მკვლევარებისთვის ტრანსფერულ უნარებსა და გამოწვევებს; ადამიანის ჯანმრთელობაზე ჰაერის/წყლის/ნიადაგის/დაბინძურების ზემოქმედების შეფასების თანამედროვე მეთოდებს; დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მინდვრის თაფლის ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების შესწავლის შედეგებს, ქიმიური და IT ტექნოლოგიების დანერგვას კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში.

კონფერენცია და სეზონური სკოლა დაიხურა თელავის კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნაობების ფონზე მეგობრულ გარემოში. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ღონისძიების ფარგლებში იგრძნობოდა პოზიტიური ენერგია და ინოვაციების საზღვრების გადალახვის იმპულსი, რაც უდავოდ იქნება გრძელვადიანი  თანამშრომლობის წინაპირობა.

კონფერენციის ორგანიზატორებმა  მადლობა გადაუხადეს პროფესიონალების მრავალფეროვან და დინამიური ჯგუფს,  რომელთა მეშვეობით შეიქმნა აქტიური პლატფორმა მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების, ცოდნის გაზიარებისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობისთვის. ღონისძიების წარმატება შესაძლებელი გახდა თითოეული მონაწილის ენთუზიაზმითა და ღირებული წვლილით.

რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა გრიგორ ტატიშვილმა ასევე გულწრფელი მადლობა გადაუხადეს 2023 წლის თსუ-ს სტუდენტური პროექტების კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის ავტორებს: „იდეიდან – დანერგვამდე“,  სპონსორებს: Caparol; Innosystems; SMC/Service Management Company, Chona’s Marani, რომელთა მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი ითამაშა  კონფერენციისა და სეზონური სკოლის რეალობად ქცევაში. მან ასევე დაანონსა ჰიპერდისციპლინური კონფერენციის მომავალი შეხვედრის ფორმატი, რომელიც რეფორმაციული ტექნოლოგიების დაახლოებას მიეძღვნება ლოკალიზებული გადაწყვეტილებებისათვის.