17.03 2023 წელს სასწავლო-კვლევით სამეცნიერო ცენტრს პროექტის სამეცნიერო სპარინგი -,,აბრეშუმის გზა“ ფარგლებში სტუმრობდნენ პროფესორები უზბეკეთიდან:
სიდიკოვა ტაქსირა -ტაშკენტის სახელმწიფო ტრანსპორტის უნივერსიტეტის პროფესორი
ირმატოვა აზიზა – ტაშკენტის სახელმწიფო ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი
სტუმრებმა ისაუბრეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებისა და დარგთაშორისი და გამოყენებითი კვლევების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.
სტუმრებმა სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის პროექტის სამეცნიერო სპარინგი -„აბრეშუმის გზა“ ფარგლებში, რომლის მიზანია ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება ინტერდისციპლინარული და გამოყენებითი მეცნიერებების სფეროში, წაიკითხეს ლექციები ქართველი დოქტორანტებისთვის:
სიდიკოვა ტაქსირა – ,, ნარჩენების პროდუქტების გამოყენება“
ირმატოვა აზიზა – ,,ადამიანური რესურსების მართვა“
უზბეკ მეცნიერებს ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს ცენტრის დამფუძნებელთა კრების თავმჯდომარემ – თამაზ მარსაგიშვილმა, დირექტორმა – მარიამ ცაცანაშვილმა და ქიმია-ბიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა ნათელა ანანიაშვილმა.