TRSC

დარგთაშორისი თემატური სემინარები 2022

დარგთაშორისი თემატური სემინარები 2022

ძვირფასო კოლეგებო!

გიწვევთ სასწავლო კვლევითი სამეცნიერო ცენტრის მიერ  ორგანიზებულ   თემატური სემინარებში მონაწილეობის მისაღებად,   

 სემინარების თემატიკა შერჩეულია ცენტრის მხარდაჭერით შესრულებული და დოქტორანტთა ინდივიდუალური გეგმებით გათვალისწინებული კვლევების ფარგლებში.

პროფესორ მასწავლებელთა, მკვლევართა და ფართო საზოგადოების დაინტერესება დოქტორანტთა კვლევის შედეგებით ხელს შეუწყობს ახალი ცოდნის შექმნაში დოქტორანტთა ქსელის გაფართოებას და ხარისხიანი კვლევების განვითარებას.

წლის ბოლოს სემინარის ყველა მონაწილეს დაურგუიდება თემატური სემინარების ელექტრონული კრებული და გადაეცემათ მონაწილის სერთიფიკატი, სემინარის მასალები აისახება ვებ გვერდზე https://trsc.ge/

მონაწილეობის მსურველებმა გვაცნობეთ სემინარის თარიღამდე 5 დღით ადრე,  შემდეგ მისამართებზე:

  1. ფიზიკა ქიმიის მიმართულება –  მარინე მაჭავარიანი ფიზიკის დოქტორი ( PhD in Physics)

Info@trsc.ge; marinematchavariani@gmail.com  

  • ქიმიაბიოლოგიის მიმართულება –   ქიმიის დოქტორი (PhD in Chemistry)

info@trsc.ge; natelaananiashvili@yahoo.com  

  •  ეფექტური მართვის სისტემები (ჰუმანიტარული კვლევების მიმართულება0 – მარიამ ცაცანაშვილი – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  –

info@trsc.ge; m.tsatsanashvili@yahoo.com

სემინარის თარიღამდე სამი დღით ადრე თქვენ ელექტრონული ფოსტით დაგეგზავნებათ დოქტორანტის მიერ შესრულებული სასემინარო თეზისები, რომლის შესახებ განსჯა გაიმართება უშუალოდ სემინარის მიმ დინარეობის დროს

თეზისების გაფორმება: მოცულობა 2 დან – 5 გვერდამდე;ფორმატი:  Microsoft Word (ფაილი .doc, .docx);ენა ქართული, რეზიუმე –  ინგლისური; შრიფტი:  Times New Roman -12;ინტერვალი  – 1, აბზაცი – 0,75 სმ.მინდორი – 2 სმ;სათაური, გვარი სახელი, უნივერსიტეტი, სადოქტორო პროგრამის დასახელება, ხელმძღვანელი, ელქტრონული ფოსტის მისამართი-  14 შრიფტით, მუქი, მარცხენა მხარეს სწორებით;ძირითადი ტექსტი;გამოყენებული ლიტერატურა

თეზისების ანოტაცია (შეფასება მონაწილეთა მიერ):

გვარი სახელი , სამეცნიერო ხარისხი, სამუსაო ადგილი, ელ.ფოსტა – 14 შრიფტით მარცხენა მხარეს სწორებით; სათაური: რეზიუმე თეზის ავტორისა და სათაურის მითითება ცენტრში; კვლევის შედეგის დახასიათება: მხარდაჭერა ან უარყოფა არგუმენტირებით, არაუმეტეს ერთი გვერდისა.

2022 წლის თემატურ სემინარებსის გრაფიკი:

20-25 თებერვალი:

1. ბუნებრივ და სინთეზურ ცეოლითებზე  დარიშხან და სტიბიუმშემცველი ნაერთების ადსორბცია –

2. ბუნებრივი და სინთეზური ცეოლითების ადსორბციური თვისებების შესწავლა  As(III), As(V), Sb(III) და Sb(V) ნაერთები

ახალი პოლიმერული კომპოზიციური მასალები ეკოლოგიურად სუფთა შემკვრელის ბაზაზე –  ლევან ლონდარიძე;

ახალი მოდგომები და რემედიაციის შესაძლებლობები კახეთის ეკოსისტემების შესასწავლად

5. ორგანული პოლიმერული მყარი ნარჩენებისგან ახალი სორბენტების მიღება, კვლევა და მათი გამოყენების შესაძლებლობის დადგენა – ნათელა ძებისაშვილი; 

18-23 მარტი:

  1. ახალი – ეკოლოგიურად უსაფრთხო ხის კომპოზიციური მასალები
  2. პოლიმერული მასალები ხის ნახერხის ბაზაზე
  3.  ბერთაკარისა და ბნელი ხევის ოქრო-მცირესულფიდური ეპითერმული საბადოების გეოლოგიური აგებულება: სტრუქტურა, პეტროლოგია და ოქროს გამადნების თავისებურებები
  4. ბიოდიზელის მიღების ტექნოლოგიები და მათი კომერციალიზაცია – კახა ქარჩხაძე;
  5.  ღვინის წარმოების ნარჩენების კვლევა სამედიცინო და კოსმეტოლოგიურ პრაქტიკაში გამოყენების მიზნით

20-26 აპრილი

1. საქართველოში გავრცელებული ვაზის ზოგიერთი ჯიშის ყლორტების პოლიფენოლების მამოდულირებელი გავლენა სტატინების ფარმაკოკინეტიკასა და ჰიპოლიპიდემიური ეფექტის პოტენცირებაზე

2.  პესტიციდების მოხვედრის გზების დადგენა ყურძენში და მათი გავლენა ღვინის ხარისხზე

3. ქალაქ თბილისის ფარგლებში მდინარე მტკვრის აუზის მცირე მდინარეებზე ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედებით არსებული მდგომარეობის ეკოლოგიური შეფასება და შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავება;

4.  ყვავილის მტვრის მარცვალის დაშლა ფერმენტაციით და მასში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით სადუღარი არის – თაფლის ტკბილის გამდიდრება, მასში არომატული კომპონენტების წარმოქმნის პროცესების მართვის მიზნით

5.  გამწებავი ნივთიერებების გავლენა ღვინის ხარისხზე – ქეთევან ალადაშვილი;  

6. ქვევრის გავლენა კახურ ღვინოზე  –   გელა გამტკიცულაშვილი;

18-23 მაისი;

  1. ქართული აბორიგენული  წითელი ყურძნის ჯიშების (ახმეტური წითელი, თიანეთის          წითელი და სიმონისეული) სამეურნეო-ტექნოლოგიური შესწავლა, მათგან            მაღალხარისხოვანი ღვინოების წარმოებისათვის;
  2.  ტყის, ბოსტან-ბაღჩის  და ხეხილოვანი კულტურების ზოგიერთი მავნე მწერის ენტომოპათოგენური ნემატოდები და მათი გამოყენება მავნე მწერების ბიოკონტროლისათვის;
  3. პომიდვრის სამხრეთ ამერიკული მენაღმე ჩრჩილი Tutaabsoluta.  ბიოლოგია, ეკოლოგია და გავრცელება;
  4.  სამხრეთ საქართველოში გავრცელებული ხორბლის კულტურის ჯიშების შესწავლა და მაღალ ხარისხიანი და მდგრადი მოსავლის მიღების ღონისძიებების დამუშავება – თამარ ნარიმანიშვილი;
  5.   საინვესტიციო რისკის გავლენა რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის ცვლილებებზე  სალომე ქარჩხაძე;

21-26 ივნისი:

  1. აგროეკოლოგიური ფაქტორების გავლენა ვაზის მოსავლიანობაზე და ხარისხზე იმერეთის რეგიონში  მინერალოგიურ ბიოლოგიური ანალიზი ;
  2.  Bi-Sr-Co-O და Bi-Ca-Co-O სისტემების თერმოელექტრული ეფექტურობის გაუმჯობესება დოპორებით ;
  3. სიმსივნური მეტასტაზების დამიზნებითი ჰიპერთერმია მაგნიტური ნანონაწილაკების გამოყენებით – გიორგი გავაშელიშვილი
  4.  რადიაციული დაცვის ზოგიერთი ასპექტი რადიოაქტიური მასალების გამოყენებისას –
  5.  რადიაციული ნაკადების გამზომი ხელსაწყოები ბორის ნაერთების და კომპოზიტების საფუძველზე“.

23-27 ივლისი:

  1. ზოგიერთი პოლინიტროარომატული ნაერთის სინთეზი და ექსპერტიზის მეთოდების კვლევა;
  2. ურანის და თორიუმის ინტერმეტალური ნაერთების მაგნიტური თვისებები;
  3. ბიოლოგიური დაცვის მეთოდების შემუშავება პათოგენების განსაზღვრისთვის ფიზიკური მეთოდების გამოყენებისას;
  4.  ბორის 10B იზოტოპების ნანოგადამტანები ბორ-ნეიტრონის ჩაჭერის თერაპიისთვის;
  5.  ნანონაწილაკების მიკროტალღური სინთეზირება და მათი მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში გამოყენების უსაფრთხოების ტესტირება;

21-26 აექტემბერი:

  1. ფირული ჰეტეროსისტემები მაღალეფექტური ფოტო-გარდამქმნელებისთვის;
  2. ფოტოელექტრული მოვლენები  A3B5 ნახევარგამტარულ ნაერთებში და ხელსაწყოები მათ საფუძველზე;
  3.  ნანონაწილაკების სპექტრომეტრული კვლევის თეორიულ-სიმულაციური და ექსპერიმენტული მეთოდების დამუშავება;
  4.  მაგნიტური ნანონაწილაკები ჰიპერთერმული პროცესებისთვის;
  5.  საინვესტიციო რისკის გავლენა რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის ცვლილებებზე
  6.  აგროეკოლოგიური ფაქტორების გავლენა ვაზის მოსავლიანობაზე და ხარისხზე იმერეთის რეგიონში  მინერალოგიურ ბიოლოგიური ანალიზი.

22-25 ოქტომბერი

მათემატიკური მეთოდები ჰუმატარისტიკაში

კონკრეტული სემინარების გამართვის ადგილისა და  სხვა დაზუსტებული ინფორმაციის შესახებ, გტხოვთ თვალყური ადევნოთ საიტს; https://trsc.ge/  – დარგთაშორისი კვლევების სემინარები

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: Info@trsc.ge;

მარინე მაჭავარიანი- 555 54 16 08