TRSC

პროფესორები უზბეკეთიდან სამეცნიერო სპარინგი – ,,აბრეშუმის გზა“

17.03 2023 წელს სასწავლო-კვლევით სამეცნიერო ცენტრს  პროექტის სამეცნიერო სპარინგი -,,აბრეშუმის გზა“ ფარგლებში სტუმრობდნენ პროფესორები უზბეკეთიდან:

სიდიკოვა ტაქსირა  -ტაშკენტის სახელმწიფო ტრანსპორტის უნივერსიტეტის პროფესორი

ირმატოვა აზიზა –  ტაშკენტის სახელმწიფო ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი

სტუმრებმა ისაუბრეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებისა და დარგთაშორისი და გამოყენებითი კვლევების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.

სტუმრებმა სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის პროექტის სამეცნიერო სპარინგი -„აბრეშუმის გზა“ ფარგლებში, რომლის მიზანია ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება ინტერდისციპლინარული და გამოყენებითი მეცნიერებების სფეროში, წაიკითხეს ლექციები ქართველი დოქტორანტებისთვის:

სიდიკოვა ტაქსირა – ,, ნარჩენების პროდუქტების გამოყენება“

ირმატოვა აზიზა –  ,,ადამიანური რესურსების მართვა“

უზბეკ მეცნიერებს ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს ცენტრის დამფუძნებელთა კრების თავმჯდომარემ – თამაზ მარსაგიშვილმა,  დირექტორმა – მარიამ ცაცანაშვილმა და ქიმია-ბიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა ნათელა ანანიაშვილმა.