TRSC

დოქტორანტებმა შიო მაქაცარიამ, ირაკლი ნადირაძემ, თამარ იაშვილმა, ნიკა გოგოლიძემ, გაიარეს ტრენინგი კიბერნეტიკის ინსტიტუტში

დოქტორანტებმა შიო მაქაცარიამ, ირაკლი ნადირაძემ, თამარ იაშვილმა, ნიკა გოგოლიძემ, გაიარეს ტრენინგი კიბერნეტიკის ინსტიტუტში, სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის მკვლევარ–კონსულტანტის, გია პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით.

ექსპერიმენტები ჩატარდა დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში:

კერძოდ, დოქტორანტ  შიო მაქაცარიას მონაწილეობითდამზადდა პოლივინის სპირტში (PVA) დოპირებული სილიციუმის დიოქსიდის (SiO2)  ნანონაწილაკების (50 ნმ ზომით)  სუსპენზიები, სილიციუმის დიოქსიდის სხვადასხვა პროცენტული თანაფარდობებით. ამ სუსპენზიების სათანადო დამუშავების შედეგად მიღებულ  იქნა ნანოკომპოზიციური ფირები. ჩატარდა ამ ფირების სპექტრომეტრული და ოპტიკურ-პოლარიზაციული გამოკვლევები. დადგინდა PVA-ის მატრიცაში SiO2-ის ნანონაწილაკების სივრცული განაწილების მახასიათებლები, შეფასდა SiO2-ის კლასტერების ზომები და  ფორმები. შერჩეული იქნა PVA-ში SiO2-ის ნანონაწილაკების ოპტიმალური კონცენტრაციები.

დამზადდა ასევე პოლივინილ პიროლიდონში (PVP)  დოპირებული ოქროს ნანონაწილაკების  (GNP) სუსპენზიები სხვადასხვა პროცენტული თანაფარდობებით. სუსპენზიებიდან მიღებული ფირების სპექტრალური და ოპტიკურ-პოლარიზაციული გამოკვლევების შედეგად დადგინდა PVP-ის მატრიცაში GNP-ის ნანონაწილაკების სივრცული განაწილების მახასიათებლები, შეფასდა GNP-ის კლასტერების ზომები და ფორმები. შერჩეული იქნა PVP-ში GNP-ის ნანონაწილაკების ოპტიმალური კონცენტრაციები.

ექსპერიმენტებში გამოყენებული იყო ციფრულად მართვადი სარეველა, ციფრულად მართვადი საშრობი კარადა, სპექტრომეტრი და ოპტიკურ-პოლარიზაციული და ფლუორესცენციური მიკროსკოპები.

დოქტორანტ ირაკლი ნადირაძის მონაწილეობით მომზადდა პოლივინილის ხსნარში დოპირებული ვერცხლის და ოქროს ნანოკომპოზიციური ხსნარები, რომლებშიც ციფრულად მართვადი სარეველას გამოყენებით მიღებულ იქნა ვერცხლისა და ოქროს ნანონაწილაკების თანაბარი განაწილება.

დოქტორანტ თამარ იაშვილთან ერთად, მიღებული ნანოკომპოზიცია დაფენილი იქნა მინის ზედაპირებზე და ციფრულად მართვად საშრობ კარადაში მოხდა მათი გამოშრობა 25 გრადუს ცელსიუსზე 2 საათის განმავლობაში, ხოლო შემდეგ იგივე საშრობი კარადის გამოყენებით მოცემული ნანოკომპოზიციური ფირები დაპოლიმერიზირდა 90 გრადუს ცელსიუსზე, 45 წუთის განმავლობაში. ნანოკომპოზიციური ფირების გაციების შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე, მოხდა მათი ზედაპირების დათვალიერება და მორფოლოგიური შეფასება ოპტიკურ-პოლარიზაციური მიკროსკოპის გამოყენებით. ექსპერიმენტების ჩატარებში მონაწილებდა ასევე დოქტორანტი ნიკა გოგოლიძე.