2020 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ეფექტური მართვის სისტემების მიმართულების დოქტორანტთა კვლევის შედეგების მოსმენა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი ვახტანგ კვარაცხელია, ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგიულე გიორგი გიორგობიანი; რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი გრიგორ ტატიშვილი და სწავლული მდივანი ნათელა ანანიაშვილი, სასწავლო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები: მარინე მაჭავარიანი, რაულ კოკილაშვილი, ჰუმანიტარირული პროფილის დოქტორანტები.
ღონისძიების მიზანია: დოქტორანტებსა და მკვლევარებს შორის თანამშრომლობითი გარემოს განვითარება და კვლევის შედეგების გაუმჯობესება.
გაიმართა საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მათემატიკური მეოდების გამოყენებით განხორციელებული დარგთაშორისი კვლევების პრეზენტაციები:
- ლევან სისვაძე – ეთნოპოლიტიკური უსაფრთხოება საქართველოში – ტრანსფორმაცია და მართვა – მონოგრაფია;
- ქეთევან ცაცანაშვილი – ინოვაციური საქმიანობის სახელმწიფო მართვა საქართველოში -მონოგრაფია;
- ქეთევან კანდელაკი – ქალაქ თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის
სტატისტიკური ანალიზი – (თანაავტორები გიორგი გიორგობიანი, ვახტანგ კვარაცხელია, მარიამ ცაცანაშვილი) – საქართველოს მექანიკოსთა კავშირის XI ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის მასალები.