სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრი საჯარო მმართველობის, ბიზნეს ადმინისტრირებისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო პრაქტიკის გავლას ეფექტური მართვის სისტემების მიმართულერბით.
სასწავლო პრაქტიკის მიზანია:
მისცეს სტუდენტებს შესაძლებლობა გაეცნონ ტექნოლოგიების მართვის პროცესში შრომის სპეციფიკას და კვლევის შედეგების დანერგვის პრაქტიკულ დეტალებს.
სასწავლო პრაქიკის ამოცანებია:
- სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზავიულ-სამართლებრივი ფორმის, მართვის სისტემის გაცნობა;
- ქიმიური და საინჟინრო ტექნოლოგიების დანერგვის თავისებურებათა შესწავლა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების იმპლიმენტაციის პრობლემათა გაცნობა;
- ინოვაციური საქმიანობის სფეროში საჯარო-კერძო პარტნიორობის ორგანიზაციისა და მართვის შესახებ ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტების შესწავლა;
- ექსკურსიები სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების გასაცნობად;
- დარგთაშორისი კვლევების მეთოდიკის შემუშავების, შერჩევის, ადაპტირებისთვის მეთოდური ლექციები, ტრენინგები და დისპუტები;
- მასალების შეგროვება საკვალიფიკაციო ნაშრომის დასაწერად.
სასწავლო პრაქტიკის გასავლელად სტუდენტებს დაენიშნებათ პრაქტიკის ხელმძღვანელი, რომელიც ადგენს პრაქტიკის გეგმას, გააცნობს სტუდენტს სამეცნიერო დაწესებულებათა მართვის სპეციფიკას, ეხმარება მათ სამუშაო ატმოსფეროს შექმნასა და პრაქტიკის დოკუმენტების წარმოებაში
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება
- ნიშნების ფურცელი
- დეპარტამენტის მომართვა სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის დირექტორის სახელზე.
სტუდენტები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე;
სასწავლო პრაქტიკის ვადაა 45 დღიდან 6 თვემდე (პრაქტიკის ინდივიდუალური გეგმიდან გამომდინარე).