TRSC

მეცნიერება COVID-19 -ს წინააღმდეგ: სოციალური პროექტი 0,5 გ/სთ წარმადობის ოზონატორის შექმნიდან დანერგვამდე

მეცნიერება COVID-19 -ს წინააღმდეგ: სოციალური პროექტი 0,5 გ/სთ წარმადობის ოზონატორის შექმნიდან დანერგვამდე

სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის მეთოდური მხარდაჭერით, თსუ რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტრო ქიმიის ინსტიტუტში შემუშავდა 0,5 გ/სთ წარმადობის ოზონის გენერატორი,  რომელიც 25 მარტს, ახალი კორონავირუსის   გავრცელების პრევენციის მიზნით, ცენტრის დირექტორმა თამაზ მარსაგიშვილმა და ინსტიტუტის დირექტორმა გრიგორ ტატიშვილმა წარუდგინეს   შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს.  

თსუ რ.აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის ინსტიტუტს ოზონის მეშვეობით მიკრორგანიზმებზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით ცოდნა საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე წარმოებული კვლევების შედეგად დაუგროვდა. ამ მეთოდმა ეფექტურად იმუშავა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის, ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილებაში სხვადასხვა ინფიცირებული სხეულების მკურნალობის პროცესში. ჯერ კიდევ 1994 წელს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის მიერ ინსტიტუტის მკვლევარების – ნოდარ გოგებაშვილის, რიმზეტ თუშურაშვილის, ივანე წულეისკირის, ვლადიმერ თალაკვაძის – გამოგონებაზე გაცემულია პატენტი. პატენტის მიხედვით დაცვის ობიექტია: პერიტონიტის, პლევრის ემპიემიის და გარეგანი დაიმფიცირებული ჭრილობების მკურნალობის ხერხი.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში ინსტიტუტის ლაბორატორიამ ვაჟა ჩაგელიშვილის ხელმძღვანელობით გააგრძელა მუშაობა მეთოდის მოდიფიცირებისა და ეპიდემიის პროფილაქტიკის პროცესთან მისი ადაპტირებისათვის. მეცნიერები წავიდნენ დანერგვაზე და შექმნეს შესაბამისი წარმადობის ოზონატორი. კონსტრუქცია უნივერსალურია, რაც გულისხმობს ოზონატორის გამოყენებას, როგორც წყალში ოზონის დაგეგმილი კონცენტრაციის მისაღებად, ასევე დახურულ სივრცეში ჰაერის და ობიექტების დეზინფექციისათვის. ოზონატორის ტექნიკური მახასიათებლებისა და წარმადობის გაზრდაზე მუშაობა გრძელდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს   COVID-19-ს გავრცელების წინააღმდეგ  ოზონის გამოყენების კორექტირებული მეთოდი და ოზონატორი გადაეცა სოციალური პროექტის ფარგლებში. შეთაანხმდნენ სამედიცინო სფეროში ოზონთან დაკავშირებული დეზინფექციის და სტერილიზაციის ტექნოლოგიების დანერგვის გრძელვადიან ურთიერთობაზე.

 ბრზოლაში სამონტაჟო თუ სარემონტო სამუშოაოები ჩატარებული უნდა იქნას სპეციალისტის მიერ;