TRSC

ქეთევან კანდელაკი – დარგთაშორისი კვლევების მეთოდური სემინარი

საჯარო მმართველობის პროგრამის დოქტორანტის გამოსვლა დარგთაშორისი კვლევების მეთოდურ სემინარზე

(სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის პროექტი)

2019 წლის 27 დეკემბერს,  საჯარო მმართველობის დოქტორანტმა ქეთევან კანდელაკმა მონაწილეობა მიიღო სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის მიერ ორგანიზებულ სემინარზე – „მათემატიკური მეთოდების გამოყენება ჰუმანიტარულ კვლევებში“.

ქეთევან კანდელაკმა სემინარზე წარმოადგინა სადოქტორო კვლევის  შემადგენელი ნაწილი:  თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიის ცალკეული ფაზების შედარებითი ანალიზი (კვლევის მათემატიკური მეთოდები); ისაუბრა კვლევის გამოყენებით მნიშვნელობზე: სატრანსპორტო სისტემის ორგანიზების პრობლემის დაძლევა, მუნიციპალიტეტისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ გასატარებელი ღონისძიებების შეფასება ქალაქში რაციონალური სატრანსპორტო სისტემის შექმნის უზრუნველსაყოფად.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის  გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი ვახტანგ კვარაცხელია და ამავე ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტის პროფესორები: თამაზ მორჩაძე, ნუნუ რუსაძე, სასწავლო კვლევითი სამაეცვნიერო ცენტრის თანამშრომლები, აგრეთვე საჯარო მმართველობის, სამართალმცოდნეობის, IT ტექნოლოგიების, ტრანსპორტის მართვის სფეროში მომუშავე დოქტორანტები,  რომელთაც გამოხატეს სურვილი მათემატიკური მეთოდების გამოყენებით კვლევების განხორციელებაში ახლი ცოდნის შესაძენად.

მონაწილეებმა ისაუბრეს წარმოდგენილ მასალაში მოძრაობის განტოლებების, დიფუზიის განტოლებების შემუშავებზე, ფუნქციათა გაწერის გზებსა და მიმართულებებზე, აგრეთვე პროგნოზირების მეთოდის სრულყოფისთვის სატრანსპორტო კორესპოდენციების მიხედვით მატრიცის შედგენის მნიშვნელობაზე.

დისკუსია შეაჯამა ცენტრის ხელმძღვანელმა თამაზ მარსაგიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სასემინარო თემის განხილვამ დარგთაშორის კვლევას დინამიურობა შესძინა, გამოიიკვეთა ის მიმართულებები და კრიტერიუმები, რომლებიც დისერტაციის ხარისხზე აშკარად დიდ გავლენას მოახდენს.

დაიგეგმა, რომ დარგთაშორისი კვლევის შედეგის შეფასების მიზნით. გაწეული კონსულტაციების მიხედვით, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის  მართვის  სისტემის ნაწილის მათემატიკური მოდელის აგების შემდეგ, ქეთევან კანდელაკის კვლევა მოსმენილ იქნეს მორიგ სემინარზე.

სემინარზე მონაწილეობისთვის ვიწვევთ მათემატიკის, საჯარო მმართველობის, სამართალმცოდნეობის, ეკონომიკის, IT ტექნოლოგიების, ტრანსპორტის მართვის სფეროში მომუშავე მკვლევარებს,  აგრეთვე სხვა დარგის მეცნიერებს, რომელთაც აქვთ მათემატიკური მეთოდების გამოყენებით კვლევების გამოცდილება.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის კვლევით პროგრამაში ჩართული დოქტორანტები.

სემინარი გაიმართა 2019 წლის 27 დეკემბერს 12 საათზე სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (მინდელის 11, მე-2 კორპ; მე-2 სართული)