TRSC

სამეცნიერო სპარინგი: “ევროპის გზაჯვარედინი”

სამეცნიერო სპარინგი: “ევროპის გზაჯვარედინი”

2022 წლის 21 ივლისს სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის (TRSC) და სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის (RIPA) ორგანიზებით, ბეთანიაში (ღია სივრცეში) გაიმართა სამეცნიერო სპარინგი დოქტორანტებისთვის – „ევროპის გზაჯვარედინი“.

მიზანია: თაობათა შორის კავშირი ტრანსფერული უნარების  განვითარებასა მეცნიერთა პირადი გამოცდილების (backgrounder) გაზიარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისა და საქართველოს რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების (თელავი, ბათუმი) საბუნებისმეტყველო მიმართულების „დოქტორანტთა ქსელის“ მონაწილე სტუდენტები.

სამეცნიერო სპარინგის მოდერატორი – პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი, სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის დირექტორი.

საქართველოს დოქტორანტების სპარინგ-პარტნიორები იყვნენ პროფესორი ვილი ჰაუზერი (გერმანია საარის უნივერსიტეტი);  დოქტორი მიხაელ ჰარცი –  MHP ანალიტიკური ოფისის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი; სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის დამფუძნებლები – თამაზ მარსაგიშვილი, გრიგორ ტატიშვილი, მარინე მაჭავარიანი, ნათელა ანანიაშვიილი.

სამუშაო ენა: ქართულ-გერმანული.

სპარინგის მონაწილეებმა მოისმინეს ვილი ჰაუზერის მასტერკლასი  გაყიდვებში ლოჯისტიკური სერვისის ასპექტების მნიშვნელობის შესახებ, გაეცნენ მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტს, მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდის საშუალებებს და მათი ოპტიმიზაციის შესაძლებლობებს.  როგორც ვილი ჰაუზერმა აღნიშნა: თანამედროვე ეტაპზე მხოლოდ ის კომპანიები ღებულობენ  უპირატესობას კონკურენტულ და გაჯერებულ ბაზრებზე, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ გამორჩეულ ლოჯისტიკურ სერვისებს. სტუდენტებმა სპარინგ-პარტნიორთან ერთად ივარჯიშეს   სხვადასხვა სისტემებში და სხვადასხვა კონტექსტში მიღებული ინფორმაციის შემოქმედებითად გამოყენების მაგალითების იმიტაციაზე.

მიხაელ ჰარცმა იდეების გაცვლის, ცნობისმოყვარეობის,  გუნდური მუშაობის გარემოში სამეცნიერო ცოდნისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების პირადი მაგალითები გააცნო სტუდენტებს და წარმატებული საქმიანობის გამოცდილება გაუზიარა მათ (backgrounder) STEM (Science, Technology, Engineering, and Math). დოქტორანტებმა დასვეს კითხვები და დაინტერესდნენ დოქტორ ჰარცის სამეცნიერო არჩევანითა და პრაქტიკულ საქმიანობაში კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტისთვის სამეცნიერო აზროვნების მნიშვნელობით.   ღონისძიების დასასრულს სპარინგ-პარტნიორებმა „ევროპის  გზაჯვარედინზე“ სამეზობლო პოლიტიკის მუდმივი განვითარების აღსანიშნავად     სიმბოლურად  ფიჭვის ნერგი დარგეს.