TRSC

სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის 2021 წ. ანგარიში და 2022 წ. სტრატეგიული გეგმა

სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის 2021 წ. ანგარიში და 2022 წ. სტრატეგიული გეგმა

2021 წლის 28 დეკემბერს გაიმართა სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის კონფერენცია : სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის  2021 წ. ანგარიში და 2022 წ. სტრატეგიული გეგმის განხილვა

კონფერენციას ესწრებოდნენ ცენტრის პარტნიორი კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები, დოქტორანტთა მხარდაჭერის პროგრამით მოსარგებლე დოქტორანტები, ცენტრის დამფუძნებლის წარმომადგენელი. ღონისძიება მიმდინარეობდა ZOOM ფორმატში.

ცენტრის დირექტორმა – მარიამ ცაცანაშვილმა ისაუბრა 2021 წლის დოქტორანტთა ინდივიდუალური გეგმების შემუშავებისა და განხორციელების, პრაქტიკული ხასიათის სემინარებისა და კონფერენციების, საგრანტო პროექტების მეთოდური მხარდაჭერის, საერთაშორისო საგრანტო კლასტერში მონაწილეობის, ტექნიკისა და ტექნოლოგიების მიმართულების განვითარების შესახებ.

ქიმია-ბიოლოგია და ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით განხორციელდა ახალი ტექნიკის, შესაბამისი ხელსაწყოების, დანადგარების, კვლევისათვის აუცილებელი გაზომვების ათვისება; ეფექტური მართვის სისტემების მიმართულებით – დარგთაშორისი კვლევითი მეთოდების შესწავლა, ამოცანის დასმისა და გადაწყვეტის მათემატიკური მეთოდების,  „ოპერაციათა კვლევის“ მოდელების ათვისება, კომპიუტერული სტატისტიკური პროგრამების გამოყენებით მონაცემთა დამუშავება, მონაცემთა პარამეტრების გამოთვლა, რეპრეზენტატული შერჩევა და კითხვარის შედგენა. საანგარიშო წელს 40-ზე მეტმა დოქტორანტმა მომართა ცენტრს დოქტორანტთა მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობისთვის. შემუშავდა ინდივიდუალური გეგმები, თუმცა კოვიდით გამოწვეული შეზღუდვებისა და მისგან გამოწვეული ფინანსური მხარდაჭერის შემცირების გამო ცენტრმა მხოლოდ 15 დოქტორანტს გაუწია დახმარება.

ტრანსფერული უნარების გაუმჯობესების მიზნით 2021 წლის ივლისში ცენტრის პროგრამაში მონაწილე დოქტორანტებისთვის საქართველოში გაიმართა ვილჰელმ ჰაუზერის (გერმანია) პრაქტიკული სემინარი მეცნიერების სფეროში მაღალი ხარისხის კვლევების ორგანიზების ახალი მეთოდები.

საგრანტო პროექტების მეთოდური მხარდაჭერით 3 დოქტორანტმა მოიპოვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი;

ცენტრის ინდივიდუალური გეგმებით გათვალისწინებული კვლევის შედეგები აისახა საერთაშორისო კონფერენციებსა (6 დოქტორანტის ნაშრომი თანაავტორობით) და გამოქვეყნებებში (2 საერთასორისო სტატია);

საანგარიშო  წელს დაიწყო ტექნიკისა და ტექნოლოგიების მიმართულების განვითარება. კერძოდ: მდინარე მტკვრის აუზის ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების მეთოდიკის დამუშავება „ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის“ სადოქტორო პროგრამის დოქტორანტებისთვის; ამ მიმართულებით მომზადდა  წინადადება დანერგვის თაობაზე  (ოფერტი) ქ. თბილისის მერიაში წარსადგენად; აგრეთვე დამუშავდა მეთოდიკა სასმელი ტექნოლოგიების დოქტორანტთათვის – სასმელის ახალი ტექნოლოგიის სრულყოფისა და ასორტიმენტის გაფართოება გაზ-თხევადური ქრომატოგრაფიის მეთოდის გამოყენებით;

ცენტრმა დაიწყო საერთასორისო მასშტაბით პოზიციონირება. განხორციელდა მოსამზადებელი სამუშაოები: ცენტრი გაერთიანდა საგრანტო და სატენდერო მონაცემთა ერთიანი ელექტრონული გაცვლის ბაზაში (SEDIA); სისტემატიურად მონაწილეობს  საგრანტო პროექტის მოსამზადებელ კლასტერში გაერთიანებისთვის ორგანიძებულ შეხვედრებში, რომლის პარტნიორები არიან – იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ბულგარეთი, უკრაინა, (HE MSCA DN); გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გდანსკის უნივერსიტეტთან – სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების, აგრეთვე ცოდნისა და გამოცდილების გადაცემის სხვა ფორმების ორგანიზების, ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევების ჩატარების სტიმულირების მიზნით (ტექნოლოგიების გადაცემისა და კვლევის შედეგების კომერციალიზაციის ჩათვლით;)

2022 წლის სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებით – ცენტრის დირეტორმა წარმოადგინა განვითარების მოდიფიცირებული გეგმა. მოდიფიკაციის საფუძველი გახდა
 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სექტორული სამოქმედო გეგმები.  2022 წლისათვის განსაზღვრულია:

  1.  ცენტრის პარტნიორი კვლევითი დაწესებულებებთან ერთად  მეცნიერბატევადი ტექნოლოგიების კლასტერის ორგანიზება. განსაზღვრულია რეფერირების საბჭოს შექმნა, რომელიც   ცენტრის განვითარების შესაძლებლობების და დანერგვისთვის შეკრებილი პროექტების გარე შეფასების ინსტრუმენტს წარმოადგენს; ისმენს  პროექტის მიმდინარეობას და განხორციელებული საქმიანობის შედეგებს; აფასებს  სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ  აქტივობის პროგრესის დონეს და მისცემს ცენტრს რეკომენდაციებს კლასტერის საქმიანობის გაგრძელების ან  კორექციის შესახებ; რეფერირების საბჭოს სავარაუდო წევრები: ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, ბიზნესომბუცმენის აპარატის წარმომადგენელი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენელი, განვითარების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საერთაშირისო ცენტრის (ICARTI) და ევროკომისიის H2020 NCP ICT  წარმომადგენელი საქართველოში,
  2. დოქტორანტთა ქსელის (Doctoral networks) ორგანიზება (საფუძველი: ცენტრის მიერ განხორციელებული „სადოქტორო კვლევების მხარდაჭერის პროგრამა“, რომელიც გულისხმობს სადოქტორო პროგრამების განხორციელებას სხვადასხვა კვლევით დაწესებულებებთან პარტნიორობით (მათ შორის საზღვარგარეთ)  მაღალკვალიფიციური დოქტორანტების მომზადებას, მათი შემოქმედებითობის სტიმულირებას, მათი ინოვაციური შესაძლებლობების გაზრდასა და  დასაქმებას გრძელვადიან პერსპექტივაში.  
  3. პოსტდოქტორანტთა და აკადემიური პერსონალის გადამზადების კურსების ორგანიზება ორი მიმართულებით:

ა) საბუნებისმეტყველო მიმართულებისთვის ტრანსფერული უნარები (საპატენტო და საავტორო უფლებები, სოციალური და კორპორაციული პასუხისმგებლობა, კვლევითი პროეტების მართვა და რისკ-მენეჯმენტი,  საჯარო-კერძო პარტნიორობა კვლევისა და ინოვაციის ეკოსისტემებში, ტექნოლოგიური უსაფრთხოება, და სხვა;

ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებების მიმართულებით ტრანსფერული უნარები:  და სხვა.

მომდევნო წლებში დაგეგმილია:

  • მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების საწარმოს შექმნა. მცირე საწარმოების ორგანიზება, მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების გამოცდის მიზნით, მათი ვალიდაცია, მდგრადობის (სიცოცხლისუნარიანობის) შესწავლა და მსხვილი წარმოებისთვის მომზადება, ერთეული ეგზემპლიარების და მცირე სერიების წარმოება;
  • მეცნიერების მუზუმის ორგანიზება. ღონისძიება გულისხმობს საქართველოს სინამდვილეში დღემდე შექმნილი ტექნოლოგიების გამოფენას და პოპულარიზაციას, აგრეთვე ვადაგასული ან ძალადაკარგული 2 ათასზე მეტი პატენტის ახალი ამოცანის დასმის პირობებში მოდერნიზების ხელშეწყობას და ახალ შედეგებზე გასვლის მექანიზმების შემუშავებას. მუზეუმის იდეა აგრეთვე სკოლის მოსწავლეებთან სისტემურ კონტაქტსაც გულისხმობს, რაც მოსწავლეების მეცნიერებასთან ურთიერთობის მოტივაციას ზრდის. ასეთი შესაძლებლობები   პარტნიორ კვლევით დაწესებულებებთან გამოვლენილია, იდენტიფიცირებულია და  არსებობს მზაობა.

ცენტრის საქმიანობა შეაფასეს აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა: ვახტანგ კვარაცხელიამ, გია პეტრიაშვილმა, ალეკო კალანდიამ, მაია ცინცაძემ,  ზაირა ტყებუჩავამ, მარინა ხოსიტაშვილმა, ნანა რუსაძემ, გიორგი მუმლაძემ და სხვებმა. მათ მადლობა გადაუხადეს ცენტრს მისი მოღვაწეობისთვის და აღნიშნეს რომ ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობა ხელს უწყობს უნივერსიტეტებს განთლების ხარისხის ამაღლებასა და აკრედიტაციის გავლაში, ასევე წამოაყენეს წინადადებები ცენტრის მუშაობის კიდევ უფრო გაუმჯობესებასთან დაკავშირებით;

დოქტორანტებმა – ნინო გიორგაძემ, ქეთევან ჩუბინიძემ, გიორგი სვიანაძემ, ნიკა ასვანუამ და სხვებმა ასევე გამოხატეს მადლიერება ცენტრის მიმართ. მათ მიერ გამოთქმული წინადადებები აისახება ცენტრის განვითარების სტრატეგიაში.

 კონფერენციის ბოლოს, მონაწილეებმა 70 წლის იუბილე მიულოცეს ცენტრის დამფუძნებელთა კრების თავმჯდომარეს და ცენტრის პირველ დირექტორს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტის, ევროსაიენსის (Euroscience), საერთაშორსისო ბიოგრაფიული ცენტრის (კემბრიჯი), ამერიკული ქიმიური საზოგადოების (ACS), შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრს, აკადემიკოს პ.მელიკიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატს თამაზ მარსაგიშვილს და კონფერენციის მონაწილეთა სახელით მას ადრესი გადასცეს.