TRSC

სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრი (TRSC) 2018 წლიდან ახორციელებს სადოქტორო კვლევების მხარდაჭერის პროგრამას. ხარისხიანი კველევების უზრუნველყოფის მიზნით, 12 კვლევითი ინსტიტუტისა და 7 სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ინფრასტრუქტურის ბაზაზე შექმნილია დოქტორანტებსა და მკვლევარებს შორის თანამშრომლობის გარემო. დოქტორანტთა მობილობა ხორციელდება ოთხი მიმართულებით: ქიმია-ბიოლოგია; ფიზიკა-მათემატიკა; ტექნიკა-ტექნოლოგიები; ეფექტური მართვის სისტემები (ჰუმანიტარული მეცნიერებები) სახელმწიფო უნივერსიტეტების აკრედიტირებული სადოქტორო პროგრამით დამტკიცებული თემების ფარგლებში. პროგრამის დამფინანსებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ცენტრი (TRSC)  იწყებს გამოკითხვების ციკლს დოქტორანტთა განწყობებისა და სამუშაო გარემოს შესწავლის მიზნით. კვლევის შედეგები საფუძველია დოქტორანტთა ქსელის (Doctoral Networks) გასაუმჯობესებლად მიზანმიმართული და კონსტრუქციული დისკუსიისთვის, აგრეთვე ცენტრის წინაშე მდგარი სპეციფიკური გამოწვევების დაძლევის შესახებ გადაწყვეტილებათა მისაღებად.