TRSC

განვითარების სტრატეგია

ა(ა)იპ სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის განვითარების სტრატეგია 2021-2025 წ.წ.

პრეამბულა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სასწავლო კვლევითი სამეცნიერო ცენტრის პროგრამა –   ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისა და ცოდნის საზოგადოების (community of knowledge) ევროპული არჩევანის, ეკონიმიკურად ძლიერი ქვეყნის მშენებლობის  საერთო მიზნის გაგრძელების საშუალებაა.

  1. ცენტრის შექმნის წინაპირობა

ა(ა)იპ სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრი (შემდგომში -ცენტრი) დაფუძნდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით 2018 წლის ივლისში (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  136/01-01, 2018 წ. ბრძანებით,   ს/კ 405276080), ორი მნიშვნელოვანი ფუნქციით: 1) სადოქტორო კვლევების ხელშეწყობა და 2) კვლევის შედეგების დანერგვის ხელშეწყობა. ხელშეწყობის არსი განათლებისა და მეცნიერების ხარისხის ასამაღლებლად კვლევითი ინფრასტრუქტურისა და ინტელეტუალური რესურსების მობილიზაცია იყო. განისაზღვრა სადოქტორო კვლევების მხარდაჭერის ოთხი მიმართულება: ქიმია-ბიოლოგია; ფიზიკა-მათემატიკა; ტექნიკა-ტექნოლოგიები; ეფექტური მართვის სისტემები (ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგთაშორისი კვლევებისთვის).

ტექნოლოგია რომელსაც ცენტრის მართვა დაეფუძნა მდგომარეობს შემდეგში: საქართველოს მასშტაბით უნივერსიტეტების დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში (საქართველოს მენიერებათა ეროვნული აკადემიის ყოფილი ინსტიტუტები)  2015 წლიდან შეძენილი  ძვირადღირებული კვლევითი ტექნიკისა მოწყობილობების ინტეგრაცია სადოქტორო კვლევების განხორციელებაში. ანუ, აღნიშნული ტექნიკის გამოყენება  სახელმწიფო უნივერსიტეტების აკრედიტირებული პროგრამების სადოქტორო კველვების პროცესში წარმოქმნილი ახალი  ამოცანების გადასაჭრელად; მეცნიერთა ინტელექტუალური რესურსისა და გამოცდილების გაერთიანება ახალი ცოდნის შესაქმნელად.

ამოცანები სადოქტორო კვლევების გაუმჯობესების მიზნით: ახალი ტექნიკის, შესაბამისი ხელსაწყოების, დანადგარების, კვლევისათვის აუცილებელი გაზომვების ათვისება; ეფექტური მართვის სისტემების მიმართულებით – დარგთაშორისი კვლევითი მეთოდების შესწავლა, ამოცანის დასმისა და გადაწყვეტის მათემატიკური მეთოდების,  ,,ოპერაციათა კვლევის“ მოდელების ათვისება, კომპიუტერული სტატისტიკური პროგრამების გამოყენებით მონაცემთა დამუშავება, მონაცემთა პარამეტრების გამოთვლა, რეპრეზენტატული შერჩევა;

შედეგების მიღწევა შესაძლებელი გახდა დოქტორანტის თემის ხელმძღვანელის, ცენტრის მიმართულების ხელმძღვანელის, მკვლევარ-კონსულტანტის  კვლევის პროცესში ურთიერთშეთანხმებული მოქმედებებით.

ცენტრის საქმიანობის მოდელი ეფუძნება ევროკავშირში აპრობირებულ კვლევების მხარდაჭერის სქემას. კერძოდ,  ახალი ცოდნის შესაქმნლელად  კვლევითი დაწესებულებების, უმაღლესი სასწავლებლების და კერძო სექტორის კოოპერაციას (მათ შორის საერთაშორისო კოოპერაცია), რომლის შინაარსი გულისხმობს აკრედიტირებული სადოქტორო პროგრამებისა და ახალგაზრდა მკვლევერებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მათ საშუალება ექნებათ აწარმოონ სიღრმისეული კვლევები, ჩაატარონ ექსპერიმენტები, შეასრულონ შედეგების ანალიზი (მაგალითად, მარია სკლადოვსა კიურის (MSCA) ფონდი და სხვა).

 საქართველოს სინამდვილეში ცენტრის საქმიანობა მსგავს საერთაშორისო პროექტებში ქართველ დოქტორანტთა რეალური მონაწილეობის შესაძლებლობებს ზრდის.

ცენტრის საქმიანობა მომავალში ღიაა სხვა კვლევითი დაწესებულებებისა და სოციალურ-ეკონომიკური სუბიექტებისთვის საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ,  მკვლევართა მომზადებისა და გაცვლის  სტრატეგიული საერთაშორისო პარტნიორობის  მიზნით.

მეთოდოლოგია რომელსაც ცენტრის საქმიანობა ეფუძნება მდგომარეობს შემდეგში:

ა) სამეცნიერო ინსტიტუტებთან და კვლევით დაწესებულებებთან უწყვეტი და მრავალმხრივი თანამშრომლობა;

ბ)  პრიორიტეტების განსაზღვრა. კერძოდ: კვლევისთვის საჭირო ტექნიკისა და მისი შესაძლებლობების ახსნა, ხელსაწყოს შესაძლებლობათა პრაქტიკული დემონსტრირება; გაზომვების დამოუკიდებლად განხორციელება; მონაცემთა მათემატიკური მეთოდებით დამუშავება;

გ) განხორციელების შესაძლებლობა: კვლევითი კომპონენტის შესრულებისთვის საჭირო საქართველოს მასშტაბით არსებული, საკმაოდ ძვირადღირებული ტექნიკისა და ხელსაწყოების თანაბარი ხელმისაწვდომობა; კვლევის დარგთაშორისი თემატიკისთვის ინოვაციური მეთოდების ათვისება (მაგ.: მათემატიკური მეთოდების გამოყენება ჰუმანიტარულ კვლევებში და სხვა).;

დ) კვლევას და ბიზნესს შორის კავშირის გაძლიერება:  პარტნიორი ინსტიტუტების მიერ შემუშავებული ტექნოლოგიების დანერგვის პროექტში მონაწილეობა, დანერგვაზე წარდგენა; შესაბამისი დასკვნის  და  SDS-ის მისაღებად დოკუმენტების მეთოდური გამართვა, შესაბამისი პროფილის დოქტორანტების ჩართვა პროცესში.

ცენტრის პროგრამაში მონაწილე დოქტორანტებისთვის შემუშავდა ინდივიდუალური გეგმები თემის ხელმძღვანელთან და მეცნიერ-კონსულთანტებთან შეთანხმებით.

  1. ცენტრის საქმიანობის შედეგები

  2. სამეცნიერო ინსტიტუტებში არსებული კველევითი ინფრასტრუქტურის ეფექტური გამოყენების მიზნით, საქართველოს მასშტაბით ცენტრთან შეიქმნა კლასტერული ტიპის გაერთიანება 7 უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტებში შემავალი 12 კვლევითი დაწესებულების მონაწილეობით: ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სსიპ გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი; ინსტიტუტები: პეტრე მელიქიშვილის სახ. ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახ. მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინსტიტუტი, ილია ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, რაფიელ აგლაძის სახ. არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, ვ. ჭავჭანიძის სახ. კიბერნეტიკის ინსტიტუტი, ნიკო მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, არჩილ ელიაშვილის სახ. მართვის სისტემების ინსტიტუტი, საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი, იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი

  3. სადისერტაციო კვლევის თემატიკიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილია სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტიტების (აკადემიის ყოფილი ინსტიტუტების) მეცნიერთა ჩართვა დოქტორანტთა მიერ მოწყობილობა-დანადგარების შესწავლასა და ათვისებაში, მათ მიერ დამოუკიდებლად წარმოებულია გაზომვები;  ეფექტური  მართვის სისტემების მიმართულებით  შემუშავებულია დარგთაშორისი კვლევის  მოდელები;

  4. განხორციელდა საერთაშორისო კვლევით დაწესებულებებში ტექნიკისა და ტექნოლოგიების ასათვისებლად დოქტორანტების მივლინება („Energis“ სასმელი წყლის ლაბორატორია – საარბრიუკენი) ;

  5. ცენტრი გაწევრიანდა ევროკომისიის საგრანტო და სატენდერო მონაცემთა ერთიანი ელექტრონული გაცვლის ბაზაში (SEDIA) და ჩართულია საერთაშორისო საგრანტო პროექტის მოსამზადებელ კლასტერში (იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ბულგარეთი, უკრაინა, საქართველო და სხვ.), რომლის მიზანია სადოქტორო პროგრამების განხორციელება ევროპის სხვადასხვა სექტორის ორგანიზაციების პარტნიორობით,

  6. „ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის“ სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომუშავე დოქტორანტებისთვის დამუშავდა ქ. თბილისში – მდინარე მტკვრის აუზის ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების მეთოდიკა, რომლის მიხედვით დაიგეგმა დოქტორანტებისთვის დამატებით შემდეგი კვლევები: მდინარეებზე აღებული სინჯების სრული ანალიზის ჩატარება; მიკრობიოლოგიური ანალიზის ჩატარება; ფსკრული დანალექების სინჯებში მძიმე ლითონებზე კვლევის ჩატარება (გრანულამეტრია); ბიოლოგიური ელემენტების (აზოტისა და ფოსფორის) მიგრაციული ტენდენციების დადგენა შესაბამის სპექტრალურ დანადგარზე.

6  „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასმელის ახალი ტექნოლოგიის სრულყოფისა და ასორტიმენტის გაფართოების მიმართულებით დოქტორანტთა კვლევითი თემატიკის შესწავლის საფუძველზე მომზადდა წინადადება კვლევებში გაზ-თხევადური ქრომატოგრაფიის მეთოდის გამოყენების შესახებ.

  1. დაცულია მათემატიკური სტატისტიკისა და მათემატიკური მოდელირების მეთოდებით ჰუმანიტარული მიმართულების რამდენიმე დისერტაცია, მათემატიკის პროფილის მკვლევარებთან ერთად დოქტორანტთა თანაავტორობით გამოქვეყნებულია საერთაშორისო სტატიები საკონფერენციო თეზისები და სხვა; ეს პროექტი საპილოტე რეჟიმში მუშაობდა საჯარო მართვის პროგრამის დოქტორანტებისთვის. შედეგების მიხედვით შესაძლებელია პროგრამა განხორციელდეს ჰუმანიტარული ფაკულტეტის სხვა მიმართულებებისთვის;

  2. ცენტრის მიერ მომზადდა არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ბაზაზე შემუშავებული ოზონის გენერატორი (“IICE-20“ ოზონატორი) წარმოებაში დანერგვის პროექტი, რომელიც გულისხმობს პანდემიის პირობებში,  საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19)  პრევენციას, ოზონატორის წარმოების პროექტი შპს „სერვისების მართვის კომპანიამ“ წარადგინა „აწარმოე საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში და გაიმარჯვა.

  1. ცენტრის სტრატეგია

3.1.ცენტრის სტრატეგიის იდეოლოგია

ცენტრის სტრატეგიის იდეოლოგი ეფუძნება ევროკავშირის მისწრაფებებს ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული საზოგადოება; ინდივიდების, ეკონომიკისა და საზოგადოების საჭიროებათა დაკმაყოფილება, ცხოვრების ყველა ეტაპზე მათი  მისწრაფებებისა და მიღწევების ხელშეწყობა.

 სტრატეგიული მიზნის ფორმირება დაკავშირებულია უნივერსიტეტების   ე.წ. მესამე მისიის რეალიზაციასთან, ანუ  საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ზეგავლენა, რომელიც სამეცნიერო კვლევის შედეგების ეკონომიკაში დანერგვის საშუალედო ფუნქციას წარმოადგენს.

 საკუთარი წევრების გამოცდილებისა და  მიღწეულ შედეგების მიხედვით, ცენტრის სტრატეგიული განვითარება გულისხმობს ისეთი ღონისძიებების ორგანიზებას, რომლებიც ფუნდამენტური, დარგთაშორისი და გამოყენებითი კვლევების, ტექნიკური გადაწყვეტების საფუძველზე ახალი ცოდნის შექმნის (თაობათა კავშირი),  გენერირების და კვლევის შედეგების დანერგვაზე იქნება ორიენტირებული.

ცენტრის სტრატეგიის საფუძველია 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სექტორული სამოქმედო გეგმები

  • ცენტრის სტრატეგიული განვითარების მიმაართულება

ა)  მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების კლასტერის ორგანიზება. საფუძველია: უნივერსიტეტებთან და კვლევით დაწესებულებებთან სამი წლის განმავლობაში გაფორმებული ურთიერთთანამსრომლობის მემორანდუმები და თანამშრომლობის გამოცდილება);

ბ) დოქტორანტთა ქსელის (doctoral networks) ორგანიზება – სადოქტორო კვლევების ხელშეწყობის პროგრამა –  გულისხმობს აკრედიტირებული სადოქტორო პროგრამების ფარგლებში დამტკიცებული სადოქტორო კვლევების განსახორციელებლად სხვადასხვა კვლევით დაწესებულებების (მათ შორის საზღვარგარეთ) და კვლევითი ინფრასტრუქტურის გაერთიანებას ახალგაზრდა მკვლევართა შემოქმედებითობის სტიმულირების, მათი ინოვაციური შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, რაც თავისთავად დასაქმების პერსპეტივაზეც  აისახება.

გ) ტრანსფერული უნარების გადამზადების კურსების ორგანიზებაში მონაწილეობა. გამოიკვეთა იმ საგნების აუცილებლობა, რომლების აღნიშნული კურსების ფარგლებში უნდა იქნეს მიწოდებული დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისთვის: საპატენტო და საავტორო უფლებები, სოციალური და კორპორაციული პასუხისმგებლობა, კვლევითი პროეტების მართვა და რისკ-მენეჯმენტი,  საჯარო-კერძო პარტნიორობა, ტექნოლოგიური უსაფრთხოება, „ციფრული ჰუმანისტიკა“ (Digital Humanities),  სამეცნიერო PR, ცოდნის ეკონომიკა და ცოდნაზე დაფუზნებული საზოგადოება, ”პასუხისმგებლური ინოვაციები” და ტექნოლოგიების კორპორაციული სოციალური ასპექტები, აკადემიური თავისუფლება და შექმნილი ცოდნის გადაცემის მეთოდიკა და სხვა.

დ) მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების საწარმოების ორგანიზება – მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების გამოცდის, მათი ვალიდაციის, მდგრადობის (სიცოცხლისუნარიანობა) შესწავლისა და მსხვილი წარმოებისთვის მომზადების ერთეული ეგზემპლიარების და მცირე სერიების წარმოების მიზნით.

როგორც  ცნობილია  ბევრი მეცნიერებატევადი საქონლის ნიმუშები ისტორიულად სწორედ  ადამიანთა მცირე ჯგუფების მიერაა შექმნილი ლაბორატორიებად ადაპტირეპულ მცირე ტიპის  ნაგებობებში (პირველი კომპიუტერები, პრინტერული ტექნიკა, ფარმაცევტული პროდუქცია, კატალიზური კრეკინგი, სიხშირული მოდულაცია, ბამბის საკრეფი მანქანა, თუ სხვა ნიმუშები)

ცენტრის მიერ შესწავლილი და გამოვლენილია საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებებში შექმნილი ის შემუშავებები, რომლებიც  მეცნიერებატევადი საწარმოს ფარგლებში შეიძლება გაიშვას   ტექნოლოგიების საშუალო და მსხვილი ბიზნესის დაინტერესების პერსპექტივით.

ე) მეცნიერების მუზეუმის ორგანიზება.  გულისხმობს საქართველოს სინამდვილეში დღემდე შექმნილი ტექნოლოგიების აგრეთვე ვადაგასული ან ძალადაკარგული 2 ათასზე მეტი პატენტის ახალი ამოცანის დასმის პირობებში მოდერნიზებას და ახალ შედეგებზე გასვლის სქემების აწყობას.   ეს იდეა სკოლის მოსწავლეებთან სისტემურ კონტაქტსაც გულისხმობს, რაც მოსწავლეების მეცნიერებასთან ურთიერთობის მოტივაციას ზრდის.

 ამ შესაძლებლობების  რეალიზაციის ინსტრუმენტები   პარტნიორ კვლევით დაწესებულებებთან ერთად გავლილია, პრობლემა იდენტიფიცირებულია და  არსებობს განხორციელებისთვის მზაობა.

  • სტრატეგიის განხორცილების ორგანიზაციული ღონისძიებებები

  1. მეცნიერბატევადი ტექნოლოგიების კლასტერის დებულების შემუშავება და კლასტერში მონაწილეთა უფელბა-მოვალეობების განსაზღვრა (ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე);

  2. რეფერირების საბჭოს შექმნა, რომელიც ცენტრის განვითარების შესაძლებლობების და დანერგვისთვის შეკრებილ პროექტების გარე შეფასების ინსტრუმენტს წარმოადგენს; ისმენს  პროექტის მიმდინარეობას და განხორციელებული საქმიანობის შედეგებს; აფასებს  სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ  აქტივობის პროგრესის დონეს და მისცემს ცენტრს რეკომენდაციებს კლასტერის საქმიანობის გაგრძელების ან  კორექციის შესახებ; რეფერირების საბჭოს სავარაუდო წევრები: ცენტრის პარტნიორი კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, ბიზნესომბუცმენის აპარატის წარმომადგენელი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენელი, განვითარების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საერთაშირისო ცენტრის (ICARTI) და ევროკომისიის H2020 NCP ICT  წარმომადგენელი საქართველოში,

  3. კლასტერის  ბრენდის შექმნა;

  4. აკადემიური კეთილსინდისიერების კოდექსის შემუშავება საერთაშორისო გამოცდილების  შესაბამისად;

  5. კლასტერის მუშაობის მონიტორინგისა და შეფასების დოკუმენტის მომზადება, ცენტრის საიტზე განთავსება, კომენტირებული ვერსიის გადამუშავება, მაკონტროლებლისთვის წარდგენა;

  6. აკადემიური პერსონალის ტრანსფერული უნარების განვითარების კუთხით გადამზადების პროგრამებში მონაწილეობა, (რაც აუცილებელია „ტენუარის სისტემისა“ და „ჰარნაკის პრინციპის“ უზრუნველსაყოფად) და განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

  7. დოქტორანტთა ქსელის (doctoral networks) ორგანიზება კლასტერის მონაწილე კვლევითი სუბიექტების კვლევითი თემატიკის დანადგარებისა და მოწყობილობების გათვალისწინებით (საერთაშორისო ქსელში ცენტრის გაერთიანების შემთხვევაში – წამყვანი ორგანიზაციის მიერ შერჩეული თემატიკის მიხედვით);

  8. კლასტერის სუბიექტების ჩართულობის ინსტრუმენტებად გამოყენებული იქნება კონფერენციების, თემატური სემინარების, სამუშაო შეხვედრების სისტემა (მათ შორის ელექტრონულ ფორმატში);

  1. ფინანსური უზრუნველყოფა

ცენტრი ფინანსდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეწყობის“ (კოდი – 320406) პროგრამის ფარგლებში.

 ცენტრმა სრული დატვირთვით ფუნქციონირება  2019 წლიდან დაიწყო. დოქტორანტთა რაოდენობა წლების მიხედვით შემდეგია: 2019 წელს 11; 2020 წელს – 35; 2021 წელს  მოთხოვნა გააკეთა 80 დოქტორანტმა, თუმცა COVID 19 პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო ნაწილი დოქტორანტების მონაწილეობა პროგრამაში მომავალი წლისთვის გადაიდო.

წლების მიხედვით დაფინანსება შემდეგია:

2019 წ –  246 400 ლარი; 2020 წ. – 241 400 ლარი, 2021 წ –  138 000 ლარი.

2021 წელს სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერა კოვიდით გამოწვეული პრობლემების გამო შემცირდა.  ფინანსური კრიზისის დაძლევის მიზნით, 2021 წლის ივლისში თანამდებობიდან  გადადგა ცენტრის დირექტორი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ მარსაგიშვლი. ის ცენტრის საერთო კრების წევრად დარჩა და მართვაში მონაწილეობს ცენტრის წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში.  გამოთავისუფლებული სახელფასო ფონდი  გადანაწილდა მკვლევარ კონსულტანტებზე. და 2021 წლის დეკემბრამდე ცენტრს საშუალება მიეცა  პროექტი გაეგრძელებინა, თუმცა შეზღუდულ ფარგლებში  (15 დოქტორანტი),

დაფინანსების სხვა წყაროების მოსაპოვებლად ცენტრს სჭირდებოდა გარკვეული შედეგების მიღწევა. მიღწეული შედეგების მიხედვით უკვე დაწყებულია საგრანტო პროგრამების ფარგლებში საპროექტო წინადადებების დამუშავება (საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე).