TRSC

კვლევების ხელშეწყობის პროგრამა

სადოქტორო კვლევების ხელშეწყობის პროგრამაცრნტრი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სადოქტორო კვლევების ხელშეწყობის პროგრამას.პროგრამის მიზანია: მეცნიერების ახალი თეორიული, მეთოდოლოგიური და ტექნოლოგიური მიღწევების შესწავლა, ექსპერიმეტებისა და გაზომვების პრაქტიკული უნარების ათვისება;პროგრამაში კონკრეტული დოქტორანტის მონაწილეობის ვადა განისაზღვრება ექსპერიმენტული და გაზომვითი სამუშაოების ინდივიდუალური გეგმით, რომელიც დგება ხელმძღვანელის მომართვისა და ცენტრის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების გათვალისწინებით. პროგრამაში მონაწილეობის ვადაა: 3 თვიდან 1 წლამდე.კვლევის შედეგები აისახება – თემატურ სემინარებშზე პრეზენტაციაში, სტატიებში/ მათ შორის საზრვარგარეთ გამოქვეყნებით; ანგარიშებსა და სხვა სამეცნიერო -კვლევით აქტივობებში.

განცხადება

სადოქტორო კვლევების ხელშეწყობის პროგრამა

სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრი აგრძელებს დოქტორანტების მოწვევას  ფიზიკა–მათემატიკის, ქიმია–ბიოლოგიის, ტექნიკა–ტექნოლოგიების, ეფექტური მართვის სისტემების (ჰუმანიტარული მეცნიერებების) მიმართულებით კვლევების ხელშეწყობის მიზნით.

2022 წლის თხუთმეტ იანვრამდე უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა ტექნიკური აღჭურვილობის, ხელსაწყოების, დანადგარების შესწავლის, შესაბამისი გაზომვებისა და სხვა პრაქტიკული კვლევების ჩატარების მიზნით დოქტორანტები მოავლინონ  ცენტრის პარტნიორი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ბაზაზე .

მოვლინებულ დოქტორანტებს  სადისერტაციო თემის ამოცანებიდან გამომდინარე ექნებათ შესაძლებლობა განახორციელონ   მათთვის საჭირო პრაქტიკული კვლევები.