TRSC

მისია და ამოცანები

მისია:

  • ცოდნაზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისი კვლევითი ინტერესების რეალიზაციისათვის საჭირო გარემოს შექმნა;
  • მაღალი ხარისხის განათლების ხელშეწყობა კვლევითი ინფრასტრუქტურისა და გამოყენებითი კვლევების მეთოდური მხარდაჭერით;

ამოცანები:

  • სადოქტორო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა და სამეცნიერო კვლევებში ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • კვლევითი ინსტიტუტების მიერ შემუშავებული ტექნოლოგიების წარმოებაში დანერგვის ხელშეწყობა;
  • ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობის წარმოება სახელმწიფო ან კერძო სექტორის დაკვეთით;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
  • საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;
  • საერთაშორისო ჟურნალებში პუბლიაციების მოსამზადებლად დოქტორანტების მეთოდური დახმარება
  • კვლევით-საგრანტო პროექტების მომზადებაში დოქტორტანტების ხელშეწყობა

სტატუსი:

არასამეწარმეო, არამომგებიანი იურიდიული პირი.  დამფუძნებელია ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორის N 136/01-01 ბრძანებით, 08.06.2018 წ.

რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საიდენტიფიკაციო კოდი – 405276080.