TRSC

საჯარო დოკუმენტაცია

სასწავლო კვლევითი სამეცნიერო ცენტრის

გენდერული თანასწორობის გეგმა

 

  1. შესავალი:

სასწავლო კვლევითი სამეცნერო ცენტრი(შემდგომში -ცენტრი)  თანასწორობის პრინციპს მეცნიერების ხარისხის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად/მაჩვენებლად განიხილავს.

 ცენტრის მისიისა და საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე წინამდებარე გეგმა ეფუძნება საერთაშორისო დოკუმენტებს: ქალების მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის ხელშეკრულება (CEDAW); ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის გადაწყვეტილება N 14/05 ქალების როლის შესახებ კონფლიქტის პრევენციაში, კრიზისის მენეჯმენტსა და პოსტკონფლიქტურ რეაბილიტაციაში (2005); ევროკავშირის დირექტივები თანაბარი მოპყრობის შესახებ (2006/54/EC); გაერო-ს მოსახლეობის ფონდის რეგიონულ კონცეფციას – მულტისექტორული მიდგომა გენდერული ნიშნით  ძალადობის საპასუხოდ და სხვა.

დოკუმენტის მიღების საფუძველი აგრეთვე არის საქართველოს კონსტიტუცია,  „გენდერული თანასწორობის შესახებ“  საქართველოს კანონი და სხვა საკანონმდებლო აქტები.

  1. გეგმის შინაარსი

გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვისა და განხორციელების ვალდებულებას და შესაბამისი ღირებულებების ერთგულებას ცენტრი გამოხტავს თავის მისიასა და ხედვაში, ეთიკის კოდექსში და აგრეთვე ამ დოკუმენტში.

ქალისა და მამკაცისთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა ეფუძნება:

  1. უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის, აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით;
  2. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში ადმინისტრირებისა კვლევების განხორციელებაში გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს;
  3. თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;

 როგორც ადმინისტრაციულ, ისე კვლევისა და ინოვაციების დანერგვის სფეროებში ხელშეწყობის პროცესში გათვალისწინებულია შემდეგი ასპექტები:

  • სამუშაო ცხოვრების ბალანსი და ორგანიზაციული კულტურა (Work-life balance and organisational culture);
  • გენდერული ბალანსი ლიდერობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში (Gender balance in leadership and decisionmaking);
  • გენდერული ასპექტის ინტეგრირება კვლევისა და სწავლების/სასწავლო შინაარსებში (Integrating the gender dimension into research and teaching content);
  • შესაბამისი ზომების მიღება გენდერული დისკრიმინაციის/ ძალადობის, მათ შორის სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ (Measures against genderbased violence, including sexual harassment)

ცენტრი გეგმავს მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო პროექტებსა და პროგრამებში, რომლებიც გენდერული თანასწორობის პრინციპზე ორიენტირებული აქტივობებისა და ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელების მხარდაჭერას გულისხმობს, მათ შორის, ისეთი აქტივობების, რომელთა უშუალო მიზანს წარმოადგენს:

  1. ინფორმირებულობა და პატივისცემა გენდერული მრავალფეროვნების თემატიკაზე;
  2. ოჯახის ღირებულებაზე მორგებული და მასთან თავსებადი კონცეფციის შემუშავება და დანერგვა;
  3. გენდერული თანასწორობის საკითხებსა და ძირითად პრობლემებზე ადმინისტრაციულ და აკადემიური პერსონალს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისა და კომუნიკაციის მექანიზმის დანერგვა;
  4. გენდერული დისკრიმინაციის დროული იდენტიფიცირებისა და შესაბამისი შემაკავებელი ზომების გატარების ოპტიმალური მექანიზმების შემუშავება და სხვა;

ცენტრი ასევე გეგმავს:

  • გენდერის ინტეგრაციის მეთოდების შემუშავებას;
  • გენდერის ინტეგრაციის საბოლოო შეფასების სისტემაში მონიტორინგის ხერხების შემუშავებას;
  • გენდერული აუდიტის მეთოდების, გენდერის სისტემატურად მარეგულირებელი ინიციატივების მონიტორინგისა და შეფასების მეთოდების შემუშავებას.

 

  1. დასკვნითი დებულება
  2. სასწავლო კვლევითი სამეცნიერო ცენტრის გენდერული თანასწორობის გეგმა დამტკიცებულია ცენტრის საერთო კრების მიერ 2021 წლის ივლისში;
  3. ცენტრის პარტნიორ უნივერსიტეტებს და კვლევით დაწესებულებებს სხვა პირებთან ურთიერთობებში შეუძლიათ ისარგებლონ ამ დოკუმენტით, თუ ისინი მხარს უჭერენ ცენტრის გენდერულ პოლიტიკას;
  4. ცენტრის პარტნიორი უნივესიტეტები და კვლევითი დაწესებულებები ვალდებულნი არიან ცენტრთან ერთობლივად განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებში გაითვალისწინონ წინამდებარე დოკუმენტის მოთხოვნები.

 

ატვირთეთ შევსებული
ფორმა