16 დეკემბერს სასწავლო კვლევითი სამეცნიერო ცენტრისა და სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა პროფ. ვილი ჰაუზერის (გერმანია) ლექცია თემაზე „ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების მართვა. საქართველო – აფხაზეთი“ (ზუუმ ფორმატი).
ღონისძიების მიზანია ეფექტური მართვის სისტემების მიმართულებით ახალგაზრდა მკვლევართა მეთოდური დახმარება წარმატებული პრაქტიკის მოდელირებით.
საჯარო მმართველობის პროგრამის დოქტორანტი დ. ყოლბაია და საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელი ლ.სისვაძე ჩართულნი არიან TRSC მიერ განხორციელებულ დოქტორანტების დარგთაშორისი კვლევების ხელშეწყობის პროგრამაში. მათი კვლევის ინტერესია ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების მართვის პრობლემები და გადაჭრის გზები.
TRSC კოვიდ-19 პანდემიის პირობებში დოქტორანტებისა და დაინტერესებული სტუდენტებისთვის კვლევის ახალი გარემოს ქმნის, რომელიც გულისხმობს კონკრეტული დოქტორანტის კვლევითი პროექტის გარშემო დარგთაშორისი კვლევითი გეგმის შედგენას და მის რეალიზაციას დისპუტების,, ექსპერტთა კრაუდსორსინგის და მათემატიკური მეთოდების ჰუმანიტარულ მეცნიერებაში გამოყენების სემინარების ორგანიზებით,
პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერის ლექციას ესწრებოდნენ კვლევითი სამეცნიერო ცენტრის პროგრამაში ჩართული დოქტორანტები, საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის დოქტორანტები, და სტუდენტები, რომლებიც გადიან საგანს: „დემოკრატია და მოქალაქეობა“ (მათთვის ეს სასწავლო პრაქტიკის ფორმატია) – 30 ადამიანი.
პროსფ. ვილჰელმ ჰაუზერმა მსმენელებს გააცნო თავისი მოსაზრება კონფლიქტის მოწესრიგებაში სამშვიდობო მოქმედებების, მხარეთა დაახლოების გზებისა და პროცესის მართვაში მეთოდური ცვლილებების შესახებ. ცენტრის ეფექტური მართვის სისტემების მიმართულების ხელმძღვანელმა – მარიამ ცაცანაშვილმა მადლობა გადუხადა პროფ. ჰაუზერს კოვიდ-19 პანდემიით გადადებული ღონისძიებების პირობებში ახალგაზრდა მკვლევარებისთვის საინტერესო გარემოს შექმნაში მხარდაჭერისა და აქტიური მონაწილეობისთვის.