TRSC

მათემატიკური მეთოდები ჰუმანიტარულ კვლევებში

მათემატიკური მეთოდები ჰუმანიტარულ კვლევებში

სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრი იწყებს პრაქტიკული სემინარების ციკლს – ,,მათემატიკური მეთოდების გამოყენება ჰუმანიტარულ კვლევებში“.

ღონისძიება წარმოადგენს სხვადასხვა დარგის მეცნიერთა სადისკუსიო  პლატფორმას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს: ჰუმანიტარული მიმართულების კვლევებში გამოყენებითი თუ გამოთვლითი ამოცანების ჩამოყალიბებისა და მათი რეალიზაციისთვის კვლევითი კომპეტენციების გამომუშავებას; სხვადასხვა დარგის მეცნიერთა შორის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაცვლას;  „ციფრული ჰუმანისტიკის“ (Digital Humanities) მიმართულების განვითარებას.

პირველი სემინარის თემაა:

თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია (კვლევის მათემატიკური მეთოდები)

გამოყენებითი მნიშვნელობა: სატრანსპორტო სისტემის ორგანიზების პრობლემის დაძლევა, მუნიციპალიტეტისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ გასატარებელი ღონისძიებების შეფასება ქალაქში რაციონალური სატრანსპორტო სისტემის შექმნის უზრუნველსაყოფად.

სემინარზე მონაწილეობისთვის ვიწვევთ მათემატიკის, საჯარო მმართველობის, სამართალმცოდნეობის, ეკონომიკის, IT ტექნოლოგიების, ტრანსპორტის მართვის სფეროში მომუშავე მკვლევარებს,  აგრეთვე სხვა დარგის მეცნიერებს, რომელთაც აქვთ მათემატიკური მეთოდების გამოყენებით კვლევების გამოცდილება.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის კვლევით პროგრამაში ჩართული დოქტორანტები.

სემინარი გაიმართა 2019 წლის 27 დეკემბერს 12 საათზე სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (მინდელის 11, მე-2 კორპ; მე-2 სართული)